ჯიოტიშ-იოგას ოსტატი ოლეგ ბოკაჩოვი თბილისში სამდღიან მასტერკლასს გამართავს

თბილისის ასტროეზოთერული ცენტრის მოწვევით, 24-27 ოქტომბერს უძველესი ვედური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების უკრაინელი ოსტატი, ჯიოტიშ-იოგას მასწავლებელი, ლექტორი და პუბლიცისტი ოლეგ ბოკაჩოვი სამდღიან მასტერკლასს გამართავს. როგორც ოლეგ ბოკაჩოვმა, ასტროეზოთერული ცენტრის წარმომადგენელებთან ერთად, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადეს, სემინარის ფარგლებში ბოკაჩოვი ჯიოტიშის დანიშნულების შესახებ ისაუბრებს.
ბოკაჩოვის განმარტებით, ჯიოტიში არის მეცნიერება, რომელიც ადამიანს საკუთარი გარემოცვის ტრანსფორმაციაში, სხეულის, საკუთარი პიროვნების, გონების და მდგომარეობის ტრანსფორმაციაში ეხმარება.
ოლეგ ბოკაჩოვი (Dhanu R) უძველესი ვედური მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ოსტატი, ჯიოტიშ-იოგას მასწავლებელი, ლექტორი და პუბლიცისტია. თავისი მოგზაურობების დროს ინდოეთში მიიღო ინიციაცია იოგას, ტანტრას და ჯიოტიშის პრაქტიკებში. მოახდინა მიღებული ცოდნისა და ტექნოლოგიების ადაპტაცია ჩვენი დროისა და კულტურის პირობებში ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი სფეროებისთვის გამოსაყენებლად. ბოკაჩოვი ასევე წარმოადგენს დიპლომირებულ სპეციალისტს ადამიანის ფიზიოლოგიის სფეროში და პრაქტიკოს ფსიქოლოგს მენეჯმენტის, ბიზნესის, ოჯახისა და ურთიერთობების სფეროში. მუშაობდა ტვინის ფიზიოლოგიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლად, ასწავლიდა საერთაშორისო ვედურ უნივერსიტეტში, აქვს 20- წლიანი პრაქტიკული გამოცდილება ცნობიერებისა და ვედური მეცნიერებების სფეროებში. ატარებს სემინარებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
„ ყოველი ჩვენგანი სვამს კითხვებს: – ვინ ვარ მე? – ვინ უნდა ვიყო? – რა უნდა ვაკეთო? – იქნებ ადამიანებს უნდა ვემსახურო? – იქნებ, ადამიანებს უნდა ვკითხო – რა ვაკეთო? საკუთარი დანიშნულების ცოდნა – ეს მარტივია. თუკი არ შეგვიძლია, რომ უშუალოდ ჩვენში ვიგრძნოთ იგი, არსებობს მრავალი დამხმარე მოვლენა, რომელთა როლიცაა – შეგვახსენონ ჩვენი დანიშნულების შესახებ და დაგვეხმარონ მის გაცნობიერებაში. მეთოდი ძალიან მარტივია, იმდენად მარტივი, რომ ძალიან ცოტა ახერხებს მის დანახვას, შეგრძნებას და გამოყენებას. დანიშნულების წყარო და მისი აღმოჩენის საშუალება ზედაპირზე დევს. უბრალოდ მიმართე მას… შეხვედრისას ჩვენ შევძლებთ: აღმოვაჩინოთ “შემმეცნებელი” ჩვენს შიგნით, ის, ვინც აღიქვამს და გრძნობს გარესამყაროს. მივიღოთ მამოძრავებელი ძალის გამოცდილება, ანუ “რა გვაიძულებს მოქმედებას?” გავიგოთ, როგორ გამოვიყენოთ გარესამყაროს ობიექტები ჩვენი დანიშნულების შინაგანი ძალის გამოსაღვიძებლად“,- განაცხადა ოლეგ ბოკაჩოვმა.
მასტერკლასზე განიხილება ოჯახის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე, სქესის გავლენა, ასაკობრივი რიტმების გავლენა, საზოგადოებრივი ტენდენციის გავლენა, ემოციური მდგომარეობის და უმაღლესი მდგომარეობის გავლენა ჩვენი დანიშნულების არჩევაზე.
„ ჩვენ შევძლებთ, რომ ვუპასუხოთ კითხვებს ჩვენი დანიშნულების შესახებ. ეს ყველაფერი კი მთლიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას“,- აღნიშნა ბოკაჩოვმა. „სემინარის ბოლო დღეს გაიმართება მასტერკლასი – “წარმატების ძალა”. რა ძალაა ეს და სად უნდა ვეძებოთ? ისინი ჩვენს შიგნით იმყოფებიან და ჩვენი პიროვნებისა და სხეულის შექმნაში მონაწილეობენ. ძალები ცოცხალნი არიან, სურთ, რომ ვიცნობდეთ და ჩვენთან შეხვედრას ელოდებიან. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოვრების ძალები, რომ ეფექტურნი ვიყოთ ჩვენს მოქმედებებში და მიზნების რეალიზაციაში. ძალებთან შეხვედრისას, შეგვიძლია შევიგრძნოთ ისინი და გამოვავლინოთ ჩვენს ემოციებში, აზროვნებასა და მოქმედებებში. ჩვენ მივიღებთ ძალებთან ურთიერთობის გამოცდილებას და მათი გამოვლენის შესაძლებლობას საკუთარ ცხოვრებაში. ასეთი პრაქტიკა დაგვეხმარება იმაში, რომ დავუმეგობრდეთ ძლევამოსილ ძალებს და მოვიპოვოთ წარმატება. წარმატების ძალასთან შეხვედრა მოგვცემს: – სიცოცხლის გლობალური ძალის წყაროს გამოცდილებას; – ნამდვილ პირად მოტივაციას ბიზნესში, როგორც ბიზნესის მამოძრავებელი ძალას; – ძალის გავრცელების და დაგროვების პრინციპს; – ძალის გამოვლინების ბუნებრივ ინსტრუმენტებს და დონეებს; – დანიშნულებას, როგორც წარმატების გზას; – მთელი გარემოცვისგან მხარდაჭერის მიღების უნარს; -ბიზნესის პრინციპების შესაბამისობას სიცოცხლის ბუნებრივ ძალებთან; – ბიზნესის მართვის წაუგებელ მეთოდს; შეხვედრის დროს ჩვენ შევალთ ძალაში, და საშუალებას მივცემთ მას, რომ გამოვლინდეს ჩვენში შთაგონების, შემოქმედებითი აზროვნების, მოვლენათა არსის ღრმა წვდომის, წარმატებული მოქმედებებისა და გარემოსთან ურთიერთდამხმარე ურთიერთობების სახით. ცოდნის მისაღებად ჩვენ გამოვიყენებთ კვების, ძილის, სუნთქვის (პრანაიამა), მოძრაობის, მედიტაციებისა და სივრცესთან ურთიერთქმედების ტექნოლოგიებს“,- განაცხადა ოლეგ ბოკაჩოვმა.
სემინარის შესახებ საჯარო ლექცია დღეს 7 საათზე უზნაძის 78 ნომერში გაიმართება. ლექციაზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები