არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი – კითხვა მაქვს: ოპოზიციონერო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? – ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ
,,კითხვა მაქვს თქვენთან: სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ”, – ამის შესახებ არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ის ოპოზიციას, დღეს საღამოს რუსთაველზე გასვლისკენ მოუწოდებს.
,,კითხვა მაქვს თქვენთან, ოპოზიციონერნო პოლიტიკოსებო, მოაზროვნე ქართველებო, ერთგულნო მამულიშვილებო, სახლში როგორ ჩერდებით, როცა ხედავთ დიდს თუ პატარას არ ინდობენ? რითი ამშვიდებთ სინდისის ქეჯნას? ნუთუ ერთი საათითაც არ შეგიძლიათ გამოხვიდეთ და ეს საზიზღარი უსამართლობა გააპროტესტოთ რუსთაველზე. დღეს საღამოს გამოდით რუსთაველზე და მეც და მეპროტესტე ხალხს გვითხარით თუ რამე უკეთესი გზა იპოვეთ. არ მჯერა, რომ მიატოვეთ საქართველო. გელოდებით დღეს, ან შემოგვიერთდით ან უკეთესი გზა გვასწავლეთ”,- წერს არქიმანდრიტი.