დონალდ ტრამპი: ჯო ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო

ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცუდი პრეზიდენტი იყო და ამერიკელმა ხალხმა არასდროს უნდა დაივიწყოს ის, რაც მან ქვეყანას გაუკეთა.

„ყველაზე ცუდი, რაც მან გააკეთა, ის იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში მილიონობით ადამიანს შემოსვლის უფლება მისცა. კრიმინალები, მკვლელები, ნარკოდილერები, ციხიდან და ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან გამოსული ადამიანები შემოუშვეს ჩვენს ქვეყანაში. ის, რაც მან ჩვენს ქვეყანას გაუკეთა, არასდროს უნდა დავივიწყოთ. მას საზღვრები ღია ჰქონდა და ხალხი შემოდიოდა. მათ შემოუშვეს ადამიანები, რომლებიც არასდროს უნდა შემოსულიყვნენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, არჩევნებში კამალა ჰარისს რომ გაემარჯვა, აშშ ახლა “მკვდარი” იქნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები