“ჰამასმა” ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარი გადასცა

“ჰამასმა” ისრაელს კიდევ სამი მძევლის ცხედარი გადასცა,- ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ.

ამჟამად პოლიციას ცხედრები იდენტიფიკაციისთვის თელ-ავივში, აბუ კაბირის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში გადაჰყავს, რაც, ოფიციალური პირების თქმით, შესაძლოა ორ დღემდე გაგრძელდეს.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლების ცხედრებია, „ჰამასს“ რვა დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები