ორბანი ტრამპს მოუწოდებს, უნგრეთი რუსულ ნავთობზე აშშ-ის ახალი სანქციებისგან გაათავისუფლოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აპირებს, დონალდ ტრამპს სთხოვოს, რომ უნგრეთი აშშ-ის მიერ რუსეთის ნავთობზე დაწესებული ახალი სანქციებისგან გათავისუფლდეს.
როგორც ორბანმა განაცხადა, ბუდაპეშტი რუსულ ნავთობზე ძლიერად არის დამოკიდებული, ხოლო სანქციების სრული შესრულება ქვეყნის ეკონომიკასა და ენერგომომარაგებაზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენდა.
„უნგრეთის ენერგოუსაფრთხოება არ შეიძლება პოლიტიკურ თამაშებს დაექვემდებაროს,“ – აღნიშნა ორბანმა.
Reuters-ის ცნობით, ორბანი იმედოვნებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გადახედავს ამ შეზღუდვებს, მოკავშირე ქვეყნების ენერგეტიკული სპეციფიკის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, უნგრეთი ევროკავშირის იმ რამდენიმე წევრ სახელმწიფოთა შორისაა, რომელიც კვლავაც მოიხმარს რუსულ ნავთობს „დრუჟბას“ მილსადენით და ამ მიმართულებით გამონაკლისის შენარჩუნებას ცდილობს.
