“ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

“ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

კერძოდ, ინფორმაციის თანახმად, საქართველო და ევროკავშირი 2014 წლიდან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შედეგად მიღებული უპირატესობებით სარგებლობენ.

“ღრმა და ყოვლისმომცველმა თავისუფალმა სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ (DCFTA) საქართველოს კომპანიებს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბაზარი გაუხსნა, რომელიც 450 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოიცავს – თითქმის ყველა პროდუქტზე ნულოვანი საბაჟო გადასახადის, სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისა და მარეგულირებელ ნორმებთან გაზრდილი შესაბამისობის საშუალებით. ევროკავშირში ექსპორტის განმახორციელებელი ქართული კომპანიების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა; ვაჭრობა მზარდი ნდობის, შესაძლებლობებისა და საერთო კეთილდღეობის ისტორიად იქცა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვა სტაბილურად იზრდებოდა და 2024 წელს 5 მილიარდ ევროს მიაღწია. ევროკავშირი კვლავ საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ვაჭრობის წილი სრული ბრუნვის 22%-ს შეადგენს. ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში ქართული პროდუქციის მოყვანამ ამ პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება განაპირობა და ადგილობრივ კომპანიებს შორის კონკურენტუნარიანობა გააძლიერა. ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მრავალი შესაძლებლობა ჯერ კიდევ სრულად არ არის ათვისებული, ათწლეულის განმავლობაში არსებული ტენდენცია საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოების მედეგობას და ევროკავშირის ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს ასახავს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები