რუსულმა ძალებმა ხერსონში ბავშვთა საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს – არიან დაშავებულები
ხერსონის ბავშვთა საავადმყოფო დილით საარტილერიო ცეცხლის ალში მოექცა, რის შედეგადაც დაშავდნენ მოქალაქეები, დაზიანდა შენობაც, – ამის შესახებ “ბიბისი” რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს.
“წინასწარი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ცხრა ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი და სამი სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის ცნობით, საავადმყოფოს შენობა მნიშვნელოვნად დაზიანდა, ხოლო აფეთქების ტალღამ ახლომდებარე შენობები ჩამოინგრა.
“დაშავებულებს შორის სამი თანამშრომელი და ერთი ბავშვია. ცხრა წლის გოგონას ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობა აქვს. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლებს აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები და სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები აღენიშნებათ“,- განაცხადა რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა.
რუს სამხედროებს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.