ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ 2026 წლის შუალედურ არჩევნებში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „დემოკრატები“ იმპიჩმენტს მოუწყობენ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებმა“ 2026 წლის შუალედურ არჩევნებში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მას „დემოკრატები“ იმპიჩმენტს მოუწყობენ.
„თქვენ უნდა მოიგოთ შუალედური არჩევნები, რადგან თუ ჩვენ ამ არჩევნებს ვერ მოვიგებთ, ისინი… ვგულისხმობ, ისინი უბრალოდ იპოვიან მიზეზს ჩემი იმპიჩმენტისთვის. მე იმპიჩმენტს გამომიცხადებენ“ , – განაცხადა ტრამპმა ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის „რესპუბლიკელ“ წევრებთან შეხვედრაზე.