თენგიზ შარმანაშვილი – გახარიას პარტიაზე: რა სერიოზული ხალხია, თქვენ თვითონაც უყურებთ
,,რა სერიოზული ხალხია, თქვენ თვითონაც უყურებთ”,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გახარიას პარტიაზე საუბრისას
განაცხადა.
მისივე თქმით, არასტაბილური პოლიტიკური შეხედულებების მქონე ხალხი პრობლემას არ წარმოადგენს.
,,ჯერ ხელს აწერენ, რომ პარლამენტის წევრობა უნდათ, ორ კვირაში გადაიფიქრებენ და აღარ უნდათ. როგორ შეიძლება ასეთი არასტაბილური პოლიტიკური შეხედულებების ხალხი რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს სადმე.
ამათზე უფრო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არ წარმოადგენენ ჩვენთვის პრობლემას და სათადარიგოთა სკამზე შემოსული ოპოზიციონერები რას იზამენ? ვერაფერს ვერ იზამენ. ამბობდნენ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც პარლამენტში შევიდოდა, იქნებოდა ანათემას გადასაცემი და რა ტერმინებს არ ამბობდნენ. მერე ადგნენ და მათმა ხელმძღვანელებმა გადაწყვიტეს, რომ შემოსულიყვნენ პარლამენტში. მერე ამას ერთდღიანი პროცედურა ხომ არ აქვს. შე დალოცვილო, თუ ამას მოქალაქეობრივად არასწორ პოზიციად თვლიდი, რაზე მოუწერე ხელი, რომ თანახმა ხარ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შენი დოკუმენტაცია გადააგზავნო საქართველოს პარლამენტში უფლებამოსილების საცნობად? ეს კითხვები ხომ ყველას გვიჩნდება?! ამიტომ გეუბნებით, ესენი რაიმე მწყობრის მქონე ადამიანები არა არიან და ნუ ვეძებთ ლოგიკას ამ ხელოვნურ გაერთიანებებს შორის”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.