დიდი ბრიტანეთი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის არმიას აგზავნის

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელში ჯარები გაგზავნა, რათა ღაზაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგში მონაწილეობა მიიღოს,- ამის შესახებ Politico წერს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბრიტანული დანაყოფები იმუშავებენ საერთაშორისო მისიასთან ერთად, რომლის მიზანია კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული კორიდორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მხარეთა მიერ შეთანხმების შესრულების კონტროლი.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ჯარების გაგზავნა „მშვიდობის შესანარჩუნებლად და სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად გადადგმული აუცილებელი ნაბიჯია“.

ლონდონი ხაზს უსვამს, რომ მისიას არ ექნება საბრძოლო მანდატი და მისი როლი მხოლოდ სადამკვირვებლო იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები