სერბეთის პრეზიდენტმა პარლამენტთან სროლა ტერაქტად შეაფასა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ბელგრადში, პარლამენტის შენობის მახლობლად მომხდარი სროლა ტერორისტულ აქტად შეაფასა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.
“როიტერი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თავდამსხმელი 70 წლის მამაკაცია, რომელმაც 57 წლის კაცს ფეხში ესროლა, შემდეგ კი კარვების მიმართულებით გაზის მოწყობილობა ისროლა.
ცნობისთვის, სერბეთში უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდ ვუჩიჩის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები გრძელდება.