22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, აჯამეთის აღკვეთილში ხის დარგვის აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის სპეციალისტებმა და ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებმა.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, მათი საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიომრავალფეროვნების დაცვა, აღდგენა და კონსერვაცია წარმოადგენს. სააგენტო ამ მიზნის მისაღწევად არაერთ მნიშვნელოვან ეკოლოგიურ და აღდგენით პროექტს ახორციელებს.

აჯამეთის აღკვეთილში წლებია მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის — იმერული მუხის აღდგენის პროექტი, რომელიც ხორციელდება კომპანია BP-ის ფინანსური და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში, 2025 წლის მდგომარეობით, 9 ჰექტარ ტერიტორიაზე დარგულია 20 000-მდე იმერული და ქართული მუხის ნერგი. გარდა ამისა, ეფექტიანი მოვლისა და ნერგების გადარჩენის უზრუნველსაყოფად, მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა.

აღსანიშნავია, რომ აჯამეთი სახელმწიფო ნაკრძალის სახით 1946 წელს ჩამოყალიბდა და მისი შექმნის მიზანი იშვიათი რელიქტების – იმერეთის მუხისა და ძელქვის შენარჩუნება იყო. აჯამეთის მუხნარი განსაკუთრებული ბუნებრივი სიმდიდრეა; აქ არსებული მუხის ხეები 250 წელზე მეტს ითვლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები