ტრამპი – პუტინთან შეხვედრაზე: არ მსურს უშედეგო შეხვედრა
არ მსურს უშედეგო შეხვედრა, არ მინდა, დრო ფუჭად ვკარგო, – ასე უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კითხვას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გაუქმდა თუ გადაიდო.
მისივე თქმით, შეხვედრასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“ვნახოთ, რა მოხდება. შესანიშნავი სამშვიდობო შეთანხმება მოვამზადეთ. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია“, – განაცხადა ტრამპმა.