„წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცეს
„წითელ ჯვარს“ ღაზაში გარდაცვლილი ორი მძევლის ცხედარი გადასცეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ისრაელში ცხედრებს სამხედრო ცერემონიით დახვდებიან, რის შემდეგაც მათ იდენტიფიკაციისთვის თელ ავივის სასამართლო მედიცინის ეროვნული ინსტიტუტში გადაასვენებენ.
ცნობისთვის, მანამდე, „ჰამასის“ ლიდერმა, ხალილ ალ-ჰაიამ განაცხადა, რომ დაჯგუფება მზადაა, ისრაელს დარჩენილი მძევლების ცხედრები გადასცეს, თუმცა ამისთვის მათ მეტი დრო და მძიმე ტექნიკა დასჭირდებათ. მისივე თქმით, ზოგიერთი ცხედარი მიწის ან ნანგრევების ქვეშაა.