ბერძენიშვილი მინაშვილის ქმედებას აკრიტიკებს და მას თმენის ვალდებულებას ახსენებს

დეპუტატ აკაკი მინაშვილის მიერ მოსამართლისადმი მესიჯების გაგზავნის ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ლევან ბერძენიშვილი გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ პარლამენტის წევრს თმენის ვალდებულება აქვს.
მისი შეფასებით, მინაშვილის ქმედება სასამართლოზე აშკარა ზემოქმედებას წარმოადგენს.
“პარლამენტის წევრს არ აქვს ამის უფლება, მას არ შეუძლია შეაფასოს სასამართლოს გადაწყვეტილება, იმიტომ ეს არის აშკარა ზემოქმედება. ზემოქმედების სხვა ხერხებიც იქნა გამოყენებული -აქციების გამართვა მათ სახლებთან იმ მოთხოვნით, რომ არ დამდგარიყო ის განაჩენები რაც დადგა“-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა, ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზულუციო ნაწილის გამოცხადების შემდეგ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილს შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა. ამის საპასუხოდ, აკაკი მინაშვილმა მოსამართლისადმი გაგზავნილი მესიჯი გაასაჯაროა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს საპასუხოდ გთავაზობთ ჩემ გზავნილს “მოსამართლე” ბესიკ ბუგიანიშვილის მიმართ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აშკარად უკანონო განაჩენის შემდეგ – “ვისაც გინდა ანახე ეს გზავნილი – მარტივად გეტყვი და საჯაროდაც ვეტყვი, ყველას მონა ხარ!”, – ამ ადამიანმა ყველაზე კარგად იცის, რომ ამ განაჩენით კრიმინალური სამყაროს თანამოზიარე და გულშემატკივარი გახდა. შევახსენებ ბატონ ბუგიანიშვილს, რომ ძირითადმა მოწმეებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ პატივს სცემდნენ ქურდულ სამყაროს!” , – განაცხადა მინაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები