ჯეი დი ვენსი ისრაელს ეწვია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ისრაელში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის ფონზე ჩავიდა, სადაც ის რეგიონულ ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის მიზანია, შეაფასოს, ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში და ხელი შეუწყოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას და პროცესს ზედამხედველობა გაუწიოს.
ვენსის ვიზიტამდე თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს აქტიურ კონსულტაციებს ისრაელთან, ეგვიპტესთან და კატართან, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი პროცესის გაგრძელება და მძევლების გათავისუფლების საკითხში პროგრესი.
ვიცე-პრეზიდენტს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან.
როგორც მედია იუწყება, ვიზიტი აღიქმება როგორც ვაშინგტონის მხარდაჭერის დადასტურება ისრაელისთვის.