ლევან მაჭავარიანი: ჩაუვარდათ რევოლუციის სცენარი
,,ჩაუვარდათ რევოლუციის მომდევნო სცენარი. სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი და ურჩევნიათ, რომ კონტროლის ქვეშ მყოფი გახარიას 12 წევრი ჰყავდეთ პარლამენტში, რათა ეს კარტებიც არ გადაყარონ, მათი მესიჯბოქსი გააჟღერონ უკვე პარლამენტიდან“, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და ამით არაფერი გამოუვიდათ.
„ისინი სერიოზული ბულინგის მსხვერპლი არიან და რაღაცით თავი უნდა გაიმართლონ. ქუჩაში დატოვეს ოპოზიცია და ამით არაფერი გამოუვიდათ. ვერანაირ კომპრომისზე „ქართული ოცნება“ ვერ წაიყვანეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. შემდეგ ნახეს, რომ ჩაუვარდათ რევოლუციის მომდევნო და მორიგი სცენარი. აქედან გამომდინარე, სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი და ურჩევნიათ, რომ თავისი კონტროლის ქვეშ მყოფი ბატონი გახარიას 12 წევრი ჰყავდეთ პარლამენტში, რათა ეს კარტებიც არ გადაყარონ და შესაბამისად, მათი მესიჯბოქსი გააჟღერონ უკვე პარლამენტიდან“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, გახარიას პარტიამ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო.