„მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალები“ ჩემზე თავდასხმას გეგმავენ“

„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემზე თავდასხმა იგეგმება“, – აღნიშნული განცხადება „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ინაშვილის განცხადებით, მასზე თავდასხმას ყოფილი სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები გეგმავენ.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩემზე თავდასხმა იგეგემება. ეს არის დაკავშირებული იმ ჯგუფთან, რომელსაც უკვე ათი წელია ვუპირისპირდები. ეს ჯგუფი არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ ამას სერიოზულად არ ვუყურებ და არ ვთვლი, რომ რაიმე მემუქრება მათი მხრიდან, არ ვთვლი, რომ „ნაციონალები“ ჩემზე თავდასხმას მოახერხებენ. რაც შეეხება ჩემს დაცულობას, ჩვენი ოფისის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ხანდახან ჩემთან ერთად არიან ხოლმე, მაგრამ ეს არ არის პირადი დაცვა. მე არ მეშინია, ვისაც მოსვლა უნდა, მოვიდეს. დავხვდები. მე 15 ივნისსაც დამესხნენ თავს, „ნაცმოძრაობის“ ზონდერებმა პოლიციის სამმართველოსთან ხელის მყესი გამიწყვიტეს, დაგვიმტვრიეს კამერები, მაგრამ, სამწუხაროდ, ხმა არავის ამოუღია ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო. თავს დამესხნენ 2008 წლის ნოემბერში ჩემი სახლის სადარბაზოსთან. ეს იყო ბასიშვილის ორი ზონდერი, რომლებსაც მოგვიანებით 10 000- 10 000 ლარი გადაუხადეს ჩემზე თავდასხმაში“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
ინაშვილმა მისი კოლეგის, „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ განხორციელებული ძალადობაც დაგმო და ხელისუფლებისგან დავითაიას ცემის ფაქტის განსაკუთრებულ კონტროლზე აყვანა და გამოძიება მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები