გურამ მაჭარაშვილი – ევროკავშირის ელჩზე: ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ

„არ მგონია, ევროკავშირის ელჩს განცდა ჰქონდეს იმის, რომ მის საქციელს ვინმე მოიწონებს,”- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩის მიერ ციხეში გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„მის ადგილას გადავხედავდი იმ ელჩების შედეგებს, ვინც ასე ებრძოდა საქართველოს. არ მგონია, ევროკავშირის ელჩს განცდა ჰქონდეს იმის, რომ მის საქციელს ვინმე მოიწონებს. არათუ საქართველოში, არამედ უცხოეთში. მისი ეს განცხადებაც კი მოწმობს იმაზე, რომ ის არა ელჩის მოვალეობას ასრულებს, არამედ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი აქტივისტისას, რომელსაც მალე გააუქმებენ აუცილებლად. „ნაცმოძრაობა“ უფრო ადრე გაუქმდება თუ ევროკავშირის ელჩს მოუწევს იგივე პასუხისმგებლობა, რაც დანარჩენ ელჩებს, ამას ჩვენ ვნახავთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

„ქრონიკის” ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩი დაკავებულებს საპატიმროებში წერილებს უგზავნის. ელჩი მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის მიწერილ წერილში ხელისუფლების პოლიტიკას აკრიტიკებს და ხელისუფლებას მოუწოდებს გაათავისუფლოს დაკავებულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები