ლევან მაჭავარიანი: ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით

,,ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

,,სწორედ ევროკომისიის პრესსპიკერმა გააკეთა ოფიციალური განცხადება, სადაც პირდაპირ მხარი დაუჭირა დამხობის აქციას.

ერთსულოვნება არ არის საქართველოს დასანქცირებასთან დაკავშირებით, რადგან ევროკავშირში რჩებიან ისეთი ქვეყნები, რომლებიც ატარებენ სუვერენულ პოლიტიკას და არ ექვემდებარებიან „დიფ სთეითის“ მითითებებს. იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაცებს გადახედავენ და შეიძლება კონკრეტული ჯგუფები, პოლიტიკოსები დასანქცირდნენ, ან ვიზის გარეშე დარჩნენ, ჩვენთვის ამას აბსოლუტური მნიშვნელობა არა აქვს“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები