ირაკლი კობახიძე – ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით ტარდება
ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით ტარდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფორუმზე მოწვეულ სტუმრებთან შედგება მსჯელობა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღება გამახვილდება საქართველოს როლზე.
„ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გავაფართოოთ ჩვენი საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და ამას ემსახურება აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში, მაღალი რანგის სტუმრების მონაწილეობით ტარდება. ჩვენს სტუმრებთან ერთად საუბარი გვექნება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია რეგიონში ეკონომიკის განვითარებასთან და განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ამ კუთხით საქართველოს როლზე. საქართველო ისტორიულად ერთმანეთთან აკავშირებდა ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს და ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენს ქვეყანას ეს ფუნქცია მაქსიმალურად აღვუდგინოთ. ამისთვის ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტები, აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა მიმართულებით ჩვენს სამეზობლოში შემავალ ქვეყნებთან. ბუნებრივია, ეს ფორუმიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ჩვენი გზავნილები ჩვენს პარტნიორებს”, – განაცხადა პრემიერმა.