“სამწუხაროა, რომ ამ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით; მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი” – შალვა კერესელიძე
“სამწუხაროა, რომ ამ პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ ჩვენ ვიქნებით. მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი”, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.
“მე ისე ვარქმევ, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქმე არ გავაკეთოთ, არ ვიმუშაოთ ქვეყნისა და ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამიტომ მივიღეთ და არა პირადი, პარტიული ინტერესების გამო. ეს იყო მძიმე გადაწყვეტილება და მზად ვიყავით მხოლოდ ხალხის, ქვეყნის ინტერესების გამო. არაერთხელ ვთქვი, რომ არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, ლეგიტიმურია თუ არა პარლამენტი. ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ შემოვდივართ, რადგან პოლიტიკური პროცესები, პრაქტიკულად, გაჩერდა”, – განმარტა კერესელიძემ.