გურამ მაჭარაშვილი – გიორგი გახარიაზე: ჭკვიანად მოჰქონდა თავი და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა – აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში
„ჭკვიანად მოჰქონდა თავი გიორგი გახარიას და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა – აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად დაინახა რომ არანაირი გაყალბება არ ყოფილა და პარლამენტი იყო ლეგიტიმური.
„გახარიას ჭკვიანად მოჰქონდა თავი და მისი ამომრჩეველი გაცილებით ჭკვიანი აღმოჩნდა და აიძულა, რომ მისი პარტია შესულიყო პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულად დაბალი შედეგი მიიღო გახარიას პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებზე. პრაქტიკულად, ამ „ჭკვიან“ პოლიტიკოსს, გახარიას ერთი წელი დასჭირდა რომ მიმხვდარიყო, პარლამენტი ლეგიტიმური იყო და თუ ასე გააგრძელებს, სადღაც 80 წლის ასაკში, ალბათ, საშუალო დონის პოლიტიკოსად ჩამოყალიბდება.
ჩვენ ადრეც ვამბობდით, რომ აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო არა მარტო გახარიას, ნებისმიერი პარტიის შემოუსვლელობა პარლამენტში იმ მიზეზით, რომ ვითომ არ იყო ლეგიტიმური. ყველამ კარგად დაინახა რომ არანაირი გაყალბება არ იყო და ლეგიტიმური იყო პარლამენტი, მაგრამ ამ შემთხვევაში დაიწყეს თამაში. ამ თამაშს აჰყვა გახარია და მოინდომა კიდევ უფრო თამაში და მოცურდა. მოცურდა იმას ნიშნავს, რომ თავისი ამომრჩევლის აბსოლუტური უმრავლესობა დაკარგა. რომ დაკარგა მიხვდა, რომ ყველა მხრიდან იქნება ბულინგის მსხვერპლი და პრაქტიკულად, პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა იმით რომ ახლა შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.