ალასანიამ მარგველაშვილს უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის გადადების თხოვნით მიმართა.
ამის შესახებირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. უშიშროების საბჭოს სხდომა 28 ოქტომბერს არის დანიშნული და სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილია ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტი. ამასთან, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი ირაკლი ალასანია უნდა ყოფილიყო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა კი აღნიშნა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, 28 ოქტომბერს, როდესაც უშიშროების საბჭოს სხდომაა დაგეგმილი, უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობა საქართველოში არ იქნება.
“მე ვიცი, რომ თავდაცვის მინისტრი ალბათ არ იქნება ამ დროს საქართველოში”, – განაცახდა პაატა ზაქარეიშვილმა. მისივე თქმით, ალბათ, საჭიროა შეთანხმება იყოს უშიშროების საბჭოს წევრებთან, იმ პირებთან ვინც მუდმივი წევრები არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები