კატარის ემირმა ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა დაგმო
კატარის ემირმა, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, დაგმო ისრაელის ქმედება, რომელიც, მისი თქმით, არღვევს ახლახან მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ღაზის სექტორში.
კატარის ოფიციალური სააგენტოს (QNA) ცნობით, ემირმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, უფრო აქტიურად იმოქმედოს, რათა შეწყდეს ძალადობა და უზრუნველყოს ჰუმანიტარული შეთანხმებების შესრულება.
“ისრაელის სამხედრო ოპერაციები, რომლებიც გრძელდება შეთანხმების მიუხედავად, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და ჰუმანიტარულ პრინციპებს,“ – განაცხადა შეიხმა.
მისივე თქმით, კატარი ერთ-ერთ მთავარ შუამავლად რჩება ისრაელსა და “ჰამასს” შორის მოლაპარაკებებში და ემირის თქით, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, კატარი შუამავლურ მცდელობებს გააგრძელებს.
როგორც უცხოური მედია წერს, აღსანიშნავია, რომ კატარის ემირის გამოსვლაში არაფერია ნათქვამი “ჰამასის” მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ, მათ შორის კვირას განხორციელებული სასიკვდილო თავდასხმის შესახებ, რომლის დროსაც ორი ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაიღუპა.