ლევან მახაშვილი: იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახელმწიფოებში რეალურ პრობლემებს მოახმარონ, ეს თანხა მიდის ნეგატიური, დესტრუქციული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში

„იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახელმწიფოებში რეალურ პრობლემებს მოახმარონ, ეს თანხა მიდის ნეგატიური, დესტრუქციული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში,“- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ქართული „ფარას“ გვერდის ავლით არასამთავრობოთა დაფინანსების მორიგ სქემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კარგად ხედავს ყველა სად მიდის და რაში იხარჯება უცხოური ფული საქართველოში.

„იმის ნაცვლად, რომ საკუთარ სახელმწიფოებში რეალურ პრობლემებს მოხმარდეს, ეს თანხა მიდის ნეგატიური, დესტრუქციული საგარეო პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებაში, მათ შორის საქართველოში. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ რომ შეისწავლონ, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის ბერკეტების გამოყენებით, რაში იხარჯება მათივე მოსახლეობის ფული. ჩვენ ამდენი წელია ძალიან კარგად ვხედავთ, რამდენიმე კარგი პროექტის მიღმა, რომელსაც შირმად იყენებენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში, სად მიდის და რაში იხარჯება უცხოური ფულის საქართველოში“, – აღნიშნა მახაშვილმა.

შეგახსენებთ, „იმედის კვირის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია „ჯისიარტმა“ ევროკომისიისგან 3 მილიონამდე ლარი მიიღო. გრანტის დანიშნულების მიხედვით, თანხა მსხვერპლთა ტანჯვის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. კანონში არსებული გამონაკლისით, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციას რეესტრში რეგისტრირება აღარ ევალება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები