“გუშინ ლუქსემბურგში გამართული, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭო იყო ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შანსი, ევროკომისრებს და მინისტრებს დაეგმოთ 4 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე ძალადობრივი შტურმი”, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ნაცვლად ამისა, კიდევ ერთხელ გაისმა ცრუ ნარატივებით თავდასხმა ქართველ ხალხზე.
“მოძალადეებისთვის ხელის დაფარება ძალადობის გამართლებაა, ძალადობის გამართლება კი შემდგომი ძალადობის წახალისება.
ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს ფუძემდებლურ ევროპულ ღირებულებებს და უარი თქვას ძალადობის, როგორც პოლიტიკური მიზნების მიღწევის იარაღის წახალისებაზე”, – წერს პაპუაშვილი.