გურამ მაჭარაშვილი – „იმედის კვირის“ ინფორმაციაზე: ენჯეო სექტორს კანონმდებლობის გვერდის ავლით ერიცხება თანხები, რა თქმა უნდა, სწორედ რადიკალური აქციებისთვის
„ენჯეო სექტორს კანონმდებლობის გვერდის ავლით ერიცხება თანხები, რა თქმა უნდა, სწორედ რადიკალური აქციებისთვის“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის უდიდესი ნაწილი, ქართულ ინტერესებს არ ემსახურება.
„ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ ენჯეო სექტორის აბსოლუტური უმრავლესობა არ ემსახურება ქართულ ინტერესებს. მათ კანონმდებლობის გვერდის ავლით ერიცხებათ თანხები, რა თქმა უნდა, სწორედ რადიკალური აქციებისთვის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, „იმედის კვირის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია „ჯისიარტმა“ ევროკომისიისგან 3 მილიონამდე ლარი მიიღო. გრანტის დანიშნულების მიხედვით, თანხა მსხვერპლთა ტანჯვის შემსუბუქებას უნდა მოხმარდეს. კანონში არსებული გამონაკლისით, ამ შემთხვევაში, ორგანიზაციას რეესტრში რეგისტრირება აღარ ევალება.