პაპუაშვილი – პარტიების აკრძალვის შესახებს საკონსტიტუციო სარჩელზე: მნიშვნელოვანი პროცესია და ამ პროცესს რაც შეესაბამება, ზუსტად იმის შესაბამისი სარჩელი უნდა იყოს
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კვირაში უკვე წარვადგენთ. სარჩელი უკვე მზად არის და მიდის საბოლოო დამუშავება, ვინაიდან კომპლექსური სარჩელია და ვცდილობთ, რა თქმა უნდა, რომ იყოს დასაბუთებული და შესაბამისი სტანდარტის“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც პარტიების აკრძალვის შესახებს საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა.
„ამ კვირაში იქნება აუცილებლად. კიდევ ერთხელ, სარჩელი მზად არის, მიდის ბოლო საკითხების გავლა თვითონ სარჩელთან დაკავშირებით იმისთვის, რომ უმაღლესი სტანდარტის სარჩელი იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანი პროცესია და ამ პროცესს რაც შეესაბამება, ზუსტად იმის შესაბამისი სარჩელი უნდა იყოს. მიმდინარე კვირაში წარვადგენთ ამ სარჩელს.
ექსტრემისტული დაჯგუფებების ადგილი დემოკრატიულ სივრცეში არ არის. დემოკრატიის მტრებს არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დემოკრატიული პროცესი გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ეს არის მთავარი არსი თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის და ამიტომაც არსებობს მექანიზმი ყველა ქვეყანაში, საქართველოს ჩათვლით, რომ პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ისინი არ იყვნენ დემოკრატიული პროცესის მონაწილე. სასარჩელო მოთხოვნა რა იქნება, როგორი იქნება და ა.შ. ამას ყველაფერს იხილავთ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.