მანანა კობახიძე: აუცილებელია მთელი საზოგადოების მობილიზება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ბოლო პერიოდში ოჯახური ძალადობის ფაქტების ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების შემუშავების თემაზე გაფართოებულ ფორმატის შეხვედრა გამართა.
საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლებმა, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა, ფსიქოლოგებმა და ექსპერტებმა მრავალსაათიანი მსჯელობა აღნიშნული პრობლემის შეფასებას და მისი აღმოფხვრის გზების ძიებას დაუთმეს.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელის, მანანა კობახიძის მოსაზრებით, აუცილებელია მთელი საზოგადოების კონსოლიდირება და მობილიზება ქალთა მიმართ ძალადობის და განსაკუთრებით ძალადობის ისეთი უმძიმესი ფორმების მიმართ, რომელსაც ქალთა სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვა. მისი განცხადებით, აუცილებელია ყველა მექანიზმის ამუშავება, რათა ასეთი ფაქტები აღარ განმეორდეს.
„პარლამენტმა რამდენიმე სამოქმედო გეგმა მიიღო. ახლა მთავარია ყურადღება მათ იმპლემენტაციას მიექცეს. საჭიროა კონკრეტული უწყებებიდან შესრულებული სამუშაოების ანალიზი და მონიტორინგი ჩატარდეს, მაგრამ მხოლოდ ანგარიშების მოსმენა საკმარისი არაა და ამიტომ კოორდინირებულ სამუშაო რეჟიმში უნდა გადავიდეთ“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები