საკონსტიტუციო სასამართლო: ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება

ირინე იმერლიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტა ირინე იმერლიშვილის განცხადების საფუძველზე ხდება.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მას წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები