არჩილ გორდულაძე – ქვეყანა გათავისუფლდება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული
„ქვეყანა გათავისუფლდება პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული,”- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„მათთვის ქვეყნის სუვერენიტეტი, კონსტიტუციური წესრიგი არაფერს წარმოადგენს. ეს ადამიანები უხეშად არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. როგორც სხვა ქვეყანაში აიკრძალებოდნენ, რისი ასობით მაგალითიც არსებობს ევროპის მასშტაბით, ზუსტად იმავე პრინციპით ვიმოქმედებთ. შესრულდება „ქართული ოცნების“ დაპირება – ქვეყანა გათავისუფლდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული და სურვილი აქვთ, ხელისუფლებაში აგენტურა იყოს. მათი დავალება კი ქვეყანას ომში გადაჩეხავს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
შეგახსენებთ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.