თენგიზ შარმანაშვილი ელინა ვალტონენზე: როდესაც რუსთაველის გამზირზე ხედავ 200 კაცს და არ ხედავ მილიონ ასი ათასზე მეტ ადამიანს, რომელიც ერთი კვირის წინ მოქმედ ხელისუფლებას აძლევს ხმას, აქედან კარგი არაფერი გამოგივა
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის რუსთაველის გამზირზე გუშინ აქციის მონაწილეებთან მისვლას და მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, უკვე გასაგებია, რომ შენ უბრალოდ, „დიფ სთეითის“ ამ მეინსტრიმს მიჰყვები, ჩამოხვედი, დააფიქსირე შენი თავი, რაღაც განცხადება გააკეთე კიდევ ერთხელ, რაც ჩვენთვის გასაკვირი არ არის, სხვა მოლოდინი არც გვქონდა.
ადრე ჰქონდათ იმის იმედი, რომ მათი დაფინანსებული ადამიანები შეძლებდნენ რაღაც ქმედითი აგორებას საქართველოში, მაგრამ ვინაიდან დაინახეს, რომ საქართველოში მოსახლეობის მხარდაჭერა არ აქვთ, რატომღაც გადაწყვიტეს მერე, თავის თავზე აიღონ ამ მოძრაობის ლიდერობა.
სად არის მათი მთავარი შეცდომა? როდესაც შენ რუსთაველის გამზირზე ხედავ 200 კაცს და არ ხედავ მილიონ ასი ათასზე მეტ ადამიანს, რომელიც ერთი კვირის წინ, მოქმედ ხელისუფლებას აძლევს ხმას და მხარს უჭერს, აქედან კარგი არაფერი გამოგივა”, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.