“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის ეუთო/ოდირი, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა ობიექტურობას” – გურამ მაჭარაშვილი
“ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ისეთი ორგანიზაცია, როგორიც არის ეუთო/ოდირი, მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა ობიექტურობას, სამწუხაროდ, ასევე მოექცა გავლენის ქვეშ „დიფ სთეითის“ მხრიდან”, – ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა – გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, მთავარია ეუთო/ოდირმა აღიარა, რომ 4 ოქტომბრის აქცია იყო ძალადობრივი.
“ახლა ამ ძალადობრივ აქციაზე მივიდა ეუთო/ოდირის წარმომადგენელი და მხარდაჭერა გამოუცხადა. ამაზე მეტი აბსურდი რა უნდა იყოს, როცა შენ თვითონ უწოდებ აქციას ძალადობრივს და მერე მიდიხარ და მხარდაჭერას უცხადებ. ეს არის დეკლარირებული მტკიცებულება იმის, თუ როგორი ზეწოლის ქვეშ არის ეუთო/ოდირი და მისი ზოგიერთი წარმომადგენელი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში ვიზიტით მყოფი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ელინა ვალტონენი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან მივიდა და პარლამენტთან შეკრებილებს ესაუბრა.