არჩილ გორდულაძე: ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის ე.წ. პარტიებში გაერთიანებული ხალხი, რომელიც დაფინანსებულია გარედან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას

„ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის ე.წ. პარტიებში გაერთიანებული ხალხი, რომელიც დაფინანსებულია გარედან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას,“- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც აიკრძალება „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ბანდა, მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში.

„ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის ე.წ. პარტიებში გაერთიანებული ხალხი, რომელიც დაფინანსებულია გარედან და არღვევენ საქართველოს კონსტიტუციას. ისინი იბრძვიან ქვეყნის წყობილების, დემოკრატიის წინააღმდეგ, სურთ, რომ დაამხონ არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ გუნდი მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და აიკრძალება „ნაცმოძრაობაში“ გაერთიანებული ბანდა, ამ პირებს, რომლებიც ან არიან პარტიების წევრები, ან მათთან დაკავშირებულები არიან და რეჟიმს ქმნიან, აღარ შეეძლებათ იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ საქმიანობაში“, – აღნიშნა გორდულაძემ.

შეგახსენებთ, კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები