“თუ ბევრი იქნებიან, შეეძლებათ, რომ გზაზე გადავიდნენ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის თუ არ იქნებიან, მაშინ მათ მოუწევთ, რომ აგონ სრული სიმკაცრით პასუხი” – გორდულაძე

“თუ ადამიანებს ექნებათ სურვილი, თავიანთი პროტესტი გამოხატონ – დაე, გამოხატონ ტროტუარზე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ გორდულაძემ “ქართული ოცნების” ახალ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

ინიციატივის თანახმად, მნიშვნელოვნად მკაცრდება სასჯელი გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში და ის 15-დღიან პატიმრობას ითვალისწინებს, ასევე, 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა.

“თუ ბევრი იქნებიან, რა თქმა უნდა, შეეძლებათ, რომ გზაზე გადავიდნენ, მაგრამ საკმარისი რაოდენობის თუ არ იქნებიან, მაშინ მათ მოუწევთ, რომ აგონ სრული სიმკაცრით პასუხი”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები