გიორგი სოსიაშვილი: ეუთოს თავმჯდომარის მისვლა რადიკალებთან და თანაგრძნობის გამოცხადება ყოვლად მიუღებელია

„ეუთოს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის მისვლა რადიკალებთან და თანაგრძნობის გამოცხადება ყოვლად მიუღებელია,“- ამის შესახებ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი სოსიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ქალბატონის აქციაზე მისვლა რადიკალებთან და თანაგრძნობის გამოცხადება ყოვლად მიუღებელია. ვურჩევდი, ნახოს 4 ოქტომბრის კადრები, როდესაც პრეზიდენტის სასახლეზე რადიკალებმა შტურმი მიიტანეს. თუ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, ევროპულ სახელმწიფოს დედაქალაქში რომელიმე პრეზიდენტის სასახლის წინააღმდეგ შტურმი არ იგმობა მათი მხრიდან და დამგმობ განცხადებას არ აკეთებენ, გასაგები იქნება. ჯერ ნახოს ეს კადრები, როგორ ძალებთან გვაქვს საქმე. ესენი არ არიან მშვიდობიანი პროტესტანტები, ესენი არიან რადიკალური ექსტრემისტების ნარჩენები, რომლებიც შემორჩნენ რუსთაველის გამზირს. დარწმუნებული ვარ, რომ გაწბილებული დარჩებოდა ეს ადამიანი როდესაც ნახავდა ამ ხალხს“, – აღნიშნა სოსიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყებაში მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები