„ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეუთოსთან თანამშრომლობით,“- ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ. მაღალი დონის შეხვედრები იქნება. ყოველთვის მოხარულები ვიქნებით ეუთოსთან თანამშრომლობით. ერთადერთი, რასაც ჩვენ ვითხოვთ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებისგან, არის ის, რომ თუ რაღაც კრიტიკა იქნება „ქართული ოცნების“ მისამართით, მინიმუმ რაღაც არგუმენტებზე მაინც იყოს დაფუძნებული და არა აღქმებზე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს საგარეო უწყებაში მაკა ბოჭორიშვილისა და ეუთო-ს თავმჯდომარის, ელინა ვალტონენის შეხვედრა მიმდინარეობს.