ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე – ახლა, როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას,რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული
ახლა, როცა ჩავარდა ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას,რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ციხეში მოხვედრა არავის უნდა და ოპოზიციის ნაწილი საკუთარ თანამებრძოლებს ემიჯნება.
“არავის უნდა მოხვდეს ციხეში, შესაბამისად, ისინი ემიჯნებიან საკუთარ თანამებრძოლებს. ისინი იყვნენ თანამებრძოლები, ერთად გეგმავდნენ ხელისუფლების დამხობას, ერთად გამოდიოდნენ შესაბამისი მოწოდებებით. ახლა, როცა ჩავარდა ეს მცდელობა, რა თქმა უნდა, არავის სურს ციხეში მოხვედრა, არც ღირსება აქვთ, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ საკუთარ თანამებრძოლებს, აქედან გამომდინარე, ემიჯნებიან მაქსიმალურად იმ ამბოხების მცდელობას, დამხობის მცდელობას, რომელიც მათ მიერვე იყო დაანონსებული,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.