პრემიერი – დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ცდილობს, გაიმართლოს თავი
დამხობის მცდელობა რომ ყოფილიყო წარმატებული, სალომე ზურაბიშვილი გამზადებული იყო პრეზიდენტის სასახლეში შესაჭრელად, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, ეს მცდელობა ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ახლა ცდილობენ გაიმართლონ თავი.
„ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო, შეუძლიათ ილაპარაკონ, რამდენიც სურთ. მთავარია, რომ დამხობის მცდელობა ჩავარდა. გასული 4 წლის განმავლობაში იყო რევოლუციის 5 მცდელობა და 5-ვე ჩავარდა. ამით, რა თქმა უნდა, დამწუხრებულია სალომე ზურაბიშვილი და ახლა ცდილობს გაიმართლოს თავი”, – განაცხადა პრემიერმა.