“პარტია თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, აღვივებს შუღლს, არის არა იურიდიული პირი, არამედ ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ” – პაპუაშვილი
“პარტია თუ კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, აღვივებს შუღლს, არის არა იურიდიული პირი, არამედ ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებებს განაპირობებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პარტიის არაკონსტიტუციურობას, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ამ პარტიის იდეოლოგები და მმართველები.
“შესაბამისად, ეს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზიც იყო ჩვენთან, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა არაკონსტიტუციური ქმედებების გამო პოლიტიკოსების პასუხისმგებლობისთვის.
საფრანგეთს ან სხვა ქვეყნებს რომ გადავხედოთ, ეს არის დამკვიდრებული სტანდარტი. ამდენად, ამ სტანდარტის დამკვიდრება ხდება. ლოგიკური და გასაგებია, რომ თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, თუკი პარტია შუღლს აღვივებს, თუკი პარტია ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, თუკი კონსტიტუციის წინააღმდეგ მოქმედებს, მოქმედებს არა რაღაც იურიდიული პირი, არამედ მოქმედებენ ის ადამიანები, რომლებიც პარტიის ქმედებას განაპირობებენ. ასე რომ, მნიშვნელოვანი ცვლილებაა და ჩვენ ამას საკონსტიტუციო სარჩელისთვისაც გამოვიყენებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.