შალვა პაპუაშვილი: შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა
,,შარშან, არჩევნების შემდეგ ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის დასკვნა, მისიის ხელმძღვანელების შეფასებები და ვნახეთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვებმა სანაგვე ყუთში გადააგდეს ეუთო/ოდირის დასკვნა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„არანაირი ყურადღება არ მიაქციეს, მიუხედავად იმისა რომ წინასწარ, ყველას გაცხადებული ჰქონდა, რომ ეს იქნებოდა მათი მთავარი სახელმძღვანელო არჩევნებთან დაკავშირებით.
ჩვენ ვნახეთ მკაფიო შეფასება, მათ შორის მისიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები შედგა, მაგრამ მიუხედავად ამისა, შემდეგ მოხდა გარედან ორკესტრირებული ჰიბრიდული თავდასხმა საქართველოზე, დეზინფორმაციის მთელი ნაკადი ქართულ არჩევნებზე ქართული დემოკრატიის წინააღმდეგ. ასე რომ, ჩვენ ერთადერთი რამ გვაქვს სათქმელი, რომ მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირმა მოახერხოს ის, რომ მას სხვა ქვეყნები პატივს სცემდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.