პრემიერი – ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენი დელეგაციის წევრებს და ნატო-ს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, რაც ობიექტურ რეალობას ეფუძნებოდა

ჩვენი დელეგაციის წევრებს მინდა, მადლობა გადავუხადო და ასევე მადლობა გადავუხადო ნატო-ს ასამბლეის ყველა იმ წევრს, რომელმაც გაითვალისწინა შესაბამისი ცვლილებები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ნატო-ს ასამბლეის სესიაზე მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ახალ კატეგორიაში გადასვლას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას.

„შესაბამისი ცვლილებები ეფუძნებოდა ობიექტურ რეალობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის მაქსიმალურად გააქტიურება,”- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები