თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე: აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებას ეხმიანება, რომელთა შეფასებითაც, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებების ინიციირება მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ რღვევას წარმოადგენს და მიიჩნევენ, რომ ახალი ცვლილებებით ხელისუფლება ცდილობს პროტესტის ნებისმიერი ფორმა აკრძალოს.

„აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს. თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია, ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს.“- წერს შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები