დიმიტრი ხუნდაძე: რუსთაველზე, ხალხის მცირე რაოდენობა ცდილობს გადაკეტოს ძირითადი სავალი სამანქანო გზა, რაც ხელს უშლის მოქალაქეებს, ვფიქრობ, სამართლებრივი რეგულაციები უნდა არსებობდეს
,,მიუხედავად არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგისა, რომ საზოგადოება მხარს უჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, დესტრუქციული ძალები ისევ ცდილობენ ქვეყანაში შემოიტანონ აურზაური, ამიტომ საკანონმდებლო ბაზა უნდა იყოს ადეკვატური, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში წესრიგი, მშვიდობა და მშვიდობიანი განვითარება”,- ამის შესახებ ,,ხალხის ძალის” წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
,,რუსთაველზე, მცირე რაოდენობა ცდილობს გადაკეტოს ძირითადი სავალი სამანქანო გზა, რაც ხელს უშლის არა მხოლოდ მანქანით მოსიარულეებს, არამედ მოქალაქეებსაც. ვფიქრობ, აქ სამართლებრივი რეგულაციები უნდა არსებობდეს, რომ არ მიეცეთ საშუალება და თუ კი ისინი მაინც იძალადებენ და კანონის წინააღმდეგ წავლენ, რა თქმა უნდა, კანონი იქნება პასუხისგამცემი მათთვის”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.