“4 ოქტომბერთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პროფესორობას შეეშვას” – ანი წითლიძე
“4 ოქტომბერთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილი პროფესორობას შეეშვას”, – ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ანი წითლიძე აცხადებს.
როგორც ის ამბობს, ორგანიზატორებს თუ რამე სათქმელი აქვთ, თვითონ იტყვიან.
“შეეშვან რაღაცა შეთქმულების თეორიებს. ღობესთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, მეც იქ ვიყავი ათონელზე და არასოდეს არ დამიმალავს ეს. ათონელზე ჩასვლა იყო დაგეგმილი და ჩავედით, მაგრამ რაც იქ მოხდა, ეს არ იყო გეგმის ნაწილი. ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სალომე ზურაბიშვილი შეეშვას პროფესორობას ამ ნაწილში-მეთქი. ადამიანები არიან ციხეში ამ რუსული საოკუპაციო რეჟიმის შურისძიების შედეგად, მათ შორის ამ ნაწილში. თუ რაღაც კონკრეტული განმარტების გაკეთება დასჭირდებათ, როდესაც თავად ჩათვლიან საჭიროდ, დარწმუნებული ვარ, განცხადებას გააკეთებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ათონელზე მოხდა რაღაცა გაუთვალისწინებელი, რაზე საუბრის კომპეტენცია აქვთ მხოლოდ ორგანიზატორებს. ახლა იქ ვიღაცა ოპოზიციის ნაწილის და ოპოზიციის და ა.შ. – მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება არის მხოლოდ რაღაც უიმედო, უსაფუძვლო პროფესორობა“, – ამბობს წითლიძე.