“ყველაფერი არის არასერიოზული, მათ შორის, ის, რაც ახალაიას ირგვლივ ხდება” – ალექსანდრე რაქვიაშვილი
“ყველაფერი არის არასერიოზული, მათ შორის, ის, რაც ახალაიას ირგვლივ ხდება”, – ამის შესახებ “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს.
“ერთის მხრივ – ახალაიასთან ვიღაც რომ ხვდებოდეს და რაღაცაზე ლაპარაკობდეს, თუნდაც იმ მოვლენაზე, რომელიც ვითარდება, ამაში არანაირი დანაშაული თავისთავად არ არის. რაიმე მტკიცებულება რომ იყოს, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა ვინმეს ჩართულობაზე და გეგმის რაიმე სერიოზულობაზე, უკვე დიდი ხნის გამჟღავნებული იქნებოდა და სათანადო პასუხისმგებლობაც დადგებოდა“, – აცხადებს რაქვიაშვილი.