ნინო წილოსანი: ბაჩო ახალაია ყველაზე გახმაურებული, უმძიმესი სახელი და გვარია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებში
„ბაჩო ახალაია ყველაზე გახმაურებული, უმძიმესი სახელი და გვარია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებში,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„ფაქტია, რომ ის გარკვეული ფორმებით მონაწილეობდა 4 ოქტომბრის დაგეგმვაში, ყოველ შემთხვევაში გულშემატკივრობდა და ასეც რომ არ იყოს, ბაჩო ახალაია ყველაზე გახმაურებული, უმძიმესი სახელი და გვარია “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებში. თუმცა ის ფაქტი, რომ თავად ნაციონალური მოძრაობის დაორგანიზებული იყო ეს ძალადობრივი აქცია, კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ამ დანაშაულებრივი პარტიის თითოეული წევრის როლს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში“, – აღნიშნავს წილოსანი.