ირაკლი ზარქუა: ეს იყო კარგად ორგანიზებული მთავრობის დამხობის გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია
„კოლექტიური ნაცმოძრაობა“ ჩვენებებს აძლევს თუ როგორ იკრიბებოდნენ და გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას,“- ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
„არის ჩვენებები, მათ შორის ჩერგოლეიშვილი რასაც ჰყვება. ესენი ერთი გუნდია, ეს „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ და ახლა ერთმანეთს აბეზღებენ, ჩვენებებს აძლევენ თუ როგორ იკრიბებოდნენ, გეგმავდნენ მთავრობის ჩამოგდებას. ახლა ეშინიათ და ყველა ერთმანეთს ემიჯნება. ეს იყო კარგად ორგანიზებული მთავრობის დამხობის გეგმა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია, შესაბამისი სტრუქტურები ჩართულები არიან და ასეთი ქმედებები არავის ეპატიება“, – აღნიშნა ზარქუამ.