“ახალაია იდეოლოგიურად ზუსტად ჯდებოდა 4 ოქტომბრის აქციის და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის კონტექსტში” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ახალაია იდეოლოგიურად ზუსტად ჯდებოდა 4 ოქტომბრის აქციის და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის კონტექსტში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, კადრებიც არსებობს, რომ ახალაიასთან სახლში იკრიბებოდნენ 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირები.
„რა კონკრეტული ფუნქცია ეკისრებოდა, ან რას აკეთებდა კონკრეტულად, ეს გამოძიების დასადგენია. ზოგადად რომ იკრიბებოდნენ მასთან, ესეც ფაქტია და ეს კადრებიც ჩვენ ნანახი გვაქვს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.